GE

როგორ განისაზღვრა სკოლის მანდატურის ვალდებულება, რომელსაც 18 წლამდე მოსწავლის თაობაზე მიმართავენ – ბრძანება

„ნებისმიერი პირი ვალდებულია ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირის/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც 12 თებერვალს გამოქვეყნდა.

ცვლილებები „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში განხორციელდა და მას მინისტრი გიორგი ამილახვარი აწერს ხელს.

„ბრძანების თანახმად, მანდატურის სამსახური ვალდებულია 2025 წლის 1 იანვრამდე შექმნას და დანერგოს: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომ – სკოლა) უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა; ბ) სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები“, – წერია ბრძანებაში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ მუხლს, რომელიც დასათაურებულია, როგორც “ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირი/ კავშირის რისკი (ნაადრევი ქორწინება)”, ასეა ჩამოყალიბებული:

„ნებისმიერი პირი ვალდებულია ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირის/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/სკოლის ადმინისტრაციას.

ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის არარეგისტრირებული კავშირის/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) ან ასეთის ეჭვის შემთხვევაში:

მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია დაუკავშირდეს „112“-ს, რესურსცენტრსა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს;

მანდატური/უფლებამოსილი პირი ფაქტის შესახებ ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად“.

ბრძანების განახლებული რედაქცია ეხებათ კერძო სკოლებსაც. სრული დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური