GE

როგორ შეასრულებენ 2016 წელს აბიტურიენტები უცხოური ენის მოსმენის დავალებას ელექტრონულად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს სისწრაფეში ვარჯიშს ურჩევს. რუსუდან ტყემალაძე ამბობს, რომ გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაბარების დროს უცხო ენის გამოცდის ჩაბარების პროცესი დაგეგმილი პილოტირების შემდეგ ზუსტად განისაზღვრება, თუმცა ცენტრს დავალებების შესრულების ფორმატი უკვე შემუშავებული აქვს.

„აბიტურიენტებს მოუწევთ, რომ ქაღალდის ტესტის ნაცვლად ეკრანზე ნახონ დავალებები და ისე გააკეთონ, ანუ მათ ამობეჭდილი ტესტი არ ექნებათ. ეს უფრო ფორმატულ ცვლილებას ეხება და არა შინაარსობრივს, ჩვენი ტესტი როგორიც იყო 100-დავალებიანი და როგორი სახის დავალებებიც იყო, ეს ძალაში რჩება. დრო აქამდე 2 საათი და 30 წუთი იყო, ამ წუთში არ შეგვიძლია ვთქვათ შეიცვლება თუ არა დრო, რადგანაც, პილოტირების შედეგის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ აქამდე ერთ ფურცელზე ერთად ომცემული იყო 8-10 დავალება და აბიტურიენტს არ უხდებოდა მისი გადაფურცვლა, ეხლა ეს გაშლილია 5 ელექტრომულ გვერდზე. თითო გვერდზე 2-2 დავალება. ელექტრონული გადაფურცვლა არ არის რთული, ეს არის ერთ ღილაკზე ხელის დაჭერა, რომელიც მოსწავლეს წაიყვანს წინაც და უკანაც. მას შესაძლებლობა ექნება გადავიდეს შემდეგ დავალებაზე, შემდეგ ისევ დაბრუნდეს წინა დავალებაზეც მხოლოდ 2 ღილაკის გამოყენებით.

განსხვავება იქნება ისიც, რომ თუ ადრე ტესტი იყო 16 გვერდი, ეხლა არის 30-32 გვერდი. მაგრამ გვერდი ამ შემთხვევაში ძალიან პირობითია, რადგან ჩვენ დავალებები გავშალეთ, ფონტების ზომა გავზარდეთ და თვალისთვის მოსახერხებელი ზომის შრიფტი იქნება. უფრო კარგად კითხვადია, ვიდრე იყო ფურცელზე“, – განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“.

რაც შეეხება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის ასახვას კონკრეტულად დავალებებზე, როგორ აისახება ცვლილება მაგალითად მოსმენის ნაწილზე, რუსუდან ტყემალაძემ ასეთი განმარტება გააკეთა:

„მოსმენის დავალებაზე აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა ივარჯიშონ, აქ ტექნიკური ნაწილი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი. ვინაიდან ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ გვერდზე მოსმენის 2-2 დავალება იქნება, აბიტურიენტმა სწორედ უნდა ივარჯიშოს იმაზე, რომ როგორ გადაფურცლოს კომპიუტერზე შემდეგი გვერდი. უნდა ივარჯიშოს იმაზეც, რომ როდესაც აბიტურიენტი მოისმენს ერთ დავალებას, მან უნდა მოახერხოს ვიდრე მეორე დავალების დექსტი დაიწყება და ჩაინიშნოს სწორი პასუხი. თუ ადრე ის შავ ფურცელზე ინიშნავდა და მერე გადაქონდა სწორი პასუხი, ახლა ეს ასე იქნება, მან უნდა უყუროს ეკრანს რომ სწორი პასუხი დაინახოს და მოინიშნოს შავ ფურცელზე და ისევ სწრაფად ახედოს ეკრანს, რომ მეორე დავალების მოსმენა დაიწყოს, როგორცკი ის ჩაირთვება.

აქ ადამიანს კომბინირებული უნარები სჭირდება, რაც სრულიად ადვილი მისაღწევია ვარჯიშის შედეგად. მოსმენის დავალებას მაქსიმუმი 13 წუთი ეთმობა და ჩვენ ასევე პილოტირების შემდეგ ვნახავთ ეს დრო საკმარისია თუ არა. ჩვენ დიალოგებს შორის გვაქვს გარკვეული ინტერვალი რამდენიმე წამიანი, რომელიც აძლევს საშუალებას აბიტურიენტს, რომ ჩანიშნოს სწორი პასუხი და შემდეგ გადაიტანოს ყურადღება მომდევნო ტექსტზე. ეს ინტერვალი სრულიად საკმარისია, დიდი ინტერვალი ფანტავს ყურადღებას. თუმცა, თუკი პილოტირებისას რაიმე პრობლემა შეექმნებათ და ეს დრო არ ეყოფათ, ჩვენ ამას კიდევ 3-4 წამით გავზრდით,“ – განმარტავს რუსუდან ტყემალაძე.

მოსმენის დავალების შესრულების პროცედურა

აბიტურიენტი ისმენს დავალებას, მოსმენის დავალებაში ჩვენ გვაქვს 10 დამოუკიდებელი პატარა ტექსტი, ისმენს თითოეულ ტექსტს, 4 შესაძო პასუხიდან ირჩევს ერთ-ერთს და ხაზავს სწორ პასუხს პასუხების ფურცელზე ჯვარედინად, ან შავად მონიშნავს, როგორც მისთვის იქნება მოსახერხებელი. შემდეგ მას აქვს რაღაც ინტერვალი, რომ გადავიდეს მომდევნო დავალებაზე და გადაავლოს თვალი, ჩანაწერი მას მიყვება. ჩანაწერს ჩვენ ვარეგულირებთ და არა თვითონ აბიტურიენტი. ჩანაწერი თავად არის ინტერვალებიანი, არის დანომრილი დავალებები და ტექნიკურად მოწესრიგებული, მას აქამდე რთავდა ჩვენი მეთვალყურე, არ არის გამორიცხული, რომ პილოტირების შემთხვევაში აბიტურიენტს თავად მოუწიოს ამ ჩანაწერის ჩართვა.

რჩევა აბიტურიენტებს

რასაც მე ვურჩევ და რაზეც მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ, არის სწორი პასუხის სწრაფად მონიშვნა. არ უნდა იფიქრონ ამაზე დიდხანს, რადგანაც მოსმენის დროს იგებ ინფორმაციას და სწრაფად ინიშნავ, ეს არ არის წაკითხულის გააზრება, რაც დრო გადის, გავიწყდება, ამიტომ სწრაფად უნდა მომნიშნო ის პასუხი, რაც მიგაჩნია სწორად. ტექსტი ორჯერ მეორდება და შეუძლია გადაამოწმომს მეორედაც. სწორედ აქ სჭირდებათ აბიტურიენტებს ვარჯიში, რომ მათ უნდა მონიშნონ პასუხი ფურცელზე და შემდეგ ისევ გადაიტანონ ყურადღება ეკრანზე და მოსმენაზე, აი აქ იქნება მათი ვარჯიში აუცილებელი, ამიმტომ, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდება სავარჯიშო ნიმუშები, ივარჯიშონ.

რამდენად რთული იქნება მოსმენის დავალება

ორი წლის წინ მოსმენის დავალება ძალიან მარტივი იყო, რაც აბიტურიენტებმაც აღნიშნეს. წელს გართულდება და უკვე ადეკვატური სირთულის იქნება, რაც არის მარტივი B1, რაც ზუსტად შეესატყვისება ეროვნული გეგმის მოთხოვნებს. B1 ეს არის საშუალო დონე B1 მინუსით. დავალებები შეიძლება იყს ორი ან სამი მარტივი, ორი ან სამი საშუალო, მაგრამ საერთო ჯამში სირთულე ცოტა უფრო მეტი იქნება.

წერილის და თემის დაწერის დავალების შესრულების პროცედურა

აბიტურიენტს ექნება შავი, სავარჯიშო ფურცელი. ის წაიკითხავს წერილის დავალებას ან თემიას ეკრანზე და შემდეგ ამას დაწერს. დავალების ეკრანზე გაჩერება მას შეეძლება იმდენ ხანს, რამდენი ხანის მოუნდება. ის დაწერს პასუხს ან პასუხების ფურცელზე, თუ ძალიან თვითდაჯერებულია, და ზუსტად იცის პასუხი, ან ჯერ დაწერს შავ ფურცელზე და შემდეგ გადაათეთრებს იმისდამიხედვით რა დროც მას ამისთვის აქვს გამოყოფილი. რაც შეეხება სიტყვების რაოდენობას, ის უნდა ჩაეტიოს იმ მოცემულ ადგილში, რაც არის ამისათვის გამოყოფილი პასუხების ფურცელზე.

გაფრთხილება

წერილის დავალების შესრულების შემდეგ, დასასრულს არ უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ვინაიდან ამის გამო არ შემოწმდება თქვენი ნამუშევარი და თქვენი დავალება შეფასდება ნოლით. თხზულების/თემის დავალების სიტყვების რაოდენობა დარჩება კვლავ 150. გთხოვთ დაწეროთ 120-150 სიტყვა, მეტს არ გირჩევთ.

როგორ მოხდება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოცდის ნაშრომების გასწორება

გამსწორებლისთვის ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება, თუ მას ადრე მისდიოდა დასკანერებული პასუხების ფურცელი, წელსაც ზუსტად იგივე ფორმატში მიუვა.

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები

“ელექტრონული ფორმატის დროს აბიტურიენტებს გაცილებით მრავალფეროვანი დავალებები მიეცემათ”

მისაღები გამოცდები 2016 ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება – დეტალები აპრობაციის შესახებ

2016 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე – ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს

პასუხები 2016 წლის გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გარშემო გაჩენილ კითხვებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური