GE

4 რჩევა ექიმი-პედიატრისგან სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს

დღის რომელ მონაკვეთში ითვისებს მოსწავლე საგნებს ყველაზე უკეთ , როგორ უნდა შევარჩიოთ მოზარდის სამეცადინო კუთხე, როგორ უნდა დავაბალანსოთ დრო სასკოლო ასაკის შვილის მეცადინეობასა და დასვენება-გართობას შორის, რატომ არ არის რეკომენდირებული ჭამა და მეცადინეობა ერთად და ასევე, რატომ არ შეიძლება მეცადინეობა მწოლიარე მდგომარეობაში. Edu.aris.ge – ს ამ თემებზე ექიმი-პედიატრი შალვა ლილუაშვილი ესაუბრა:

ჭამა და სწავლა ერთსა და იმავე დროს შეუთავსებელი საქმეებია

კვების დროს კუჭსა და ნაწლავებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ხდება, შესაბამისად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა სუსტდება დაათვისების უნარი ამ პერიოდში შედარებით ნაკლებია. ეს არის ერთ- ერთი მიზეზი, თუ რატომ არაა რეკომენდირებული ჭამა და მეცადინეობა ერთად. გარდა ამისა, კონცენტრირება უნდა ხდებოდეს ერთ საქმეზე. ადამიანი საერთოდ ერთ საქმეს უნდა აკეთებდეს, იმიტომ რომ თავის ტვინი მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირდებოდეს და შესაბამისად, სისხლის მიმოქცევაც. არაა რეკომენდირებული და არ შეიძლება თან ჭამოს ბავშვმა და თან იკითხოს. ჭამა და მეცადინეობა პრაქტიკულად შეუთავსებელი საქმეებია.

დაუშვებელია დაწოლილი კითხვა

წოლის დროს თვალის გუგის აკომოდაცია, ანუ სხვადასხვა მანძილზე საგნების გარჩევადობის უნარი ირღვევა. თვალის კუთხე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს მეცადინეობის დროს. წოლისას ამ კუთხეს სწორად ვერ შეარჩევ თვალი დაძაბულია, პროცესი კი სრულყოფილი არ არის. ბავშვი როცა მეცადინეობს და ზის, შუქი უნდა ხვდებოდეს მარცხენა, გარკვეული კუთხიდან. წოლის დროს ამ პრინციპებს ყოველთვის ვერ ვიცავთ და ამიტომ არ არის რეკომენდირებული სამედიცინო თვალისაზრისით დაწოლილი კითხვა ან მეცადინეობა. გარდა ამისა, ბავშვი მოღრეცილად წევს და ხერხემალის მდგომარეობა არაა სწორი. ასევე, არასწორად დგას კისრის მალები და არც სისხლის მიმოქცევაა შესაბამისი. ათვისების თვალსაზრისით შეიძლება დიდი განსხვავება არ ჰქონდეს, მაგრამ ბავშვის ფუნქციური მდგომარეობა არასრულყოფილია. თუმცა, თუ იმდენად აქვს თავი და კისერი გადაღრეცილი რომ სისხლის მიმოქცევა  თავის ტვინში არასრულყოფილია, მაშინ შეიძლება იმოქმედოს ათვისებაზეც.

ბავშვის სამეცადინო კუთხეს შუქი მარცხნიდან უნდა ხვდებოდეს

კუთხე, სადაც ბავშვის მაგიდა დგას ზუსტად და გარკვეული დოზირებით უნდა ხვდებოდეს სინათლე. აუცილებლად უნდა იყოს სიწყნარე და სიმშვიდე. მაგიდისა და სკამის ზომა  უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს და რა თქმა უნდა, განათება უნდა იყოს ზუსტად ისეთი როგორიც საჭიროა, სინათლე მარცხენა მხრიდან უნდა შემოდიოდეს.

აუცილებელია მეცადინეობისა და დასვენების დოზირებული რეჟიმის დაცვა

ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეცადინეობისა და დასვენების დოზირებული რეჟიმი. ბავშვის თავის ტვინს შეუძლია დატვირთვით მუშაობა დაახლოებით 30-45 წუთი, ესაა დრო როცა, ყველაზე კარგად ითვისებს, ამის შემდეგ მას აუცილებლად სჭირდება დასვენება, ჰაერზე გასეირნება. ბავშვი ჯერ კომპიუტერთან იჯდეს და შემდეგ სამეცადინოდ გადავიდეს ან პირიქით, არაა სწორი. მეცადინეობას ენერგია სჭირდება. სკოლიდან რომ მოვა ბავშვი, ჯერ ხელები უნდა დაიბანოს, ჭამოს, დაისვენოს ნახევარი საათი მაინც და შემდეგ იმეცადინოს, როცა უკვე სრულად აღდგება სისხლის მიმოქცევა თავის ტვინშიც და ორგანიზმშიც. რა თქმა უნდა, დილის საათებშია ათვისების უნარი ყველაზე მაღალი, თუმცა, როცა ბავშვის დილის ცვლაში სწავლობს, ამ შემთხვევაში, უნდა შეეცადოს მეცადინეობას გვიან პერიოდამდე მორჩეს, რადგან გვიან საღამოს უკვე ათვისების უნარი თანდათან მცირდება.

სკოლის ბუფეტები – ბიზნესი მოსწავლეების ჯანმრთელობის ხარჯზე

საინტერესო ინფორმაცია მოსწავლის მშობლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური