GE

რომელი სტუდენტები მიიღებენ 500, 800, 1000 და 1200 ლარიან დაფინანსებას რუსთავში და როგორია მოთხოვნები

ქალაქ რუსთავის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ დოკუმენტში განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და ამ სფეროს წლიური დაფინანსება 18 298,8 ლარით განსაზღვრა. მათ შორის გაიწერა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუდენტთა მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისება და სწავლის გადასახადის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა.

როგორც 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რუსთავის მერია სტუდენტებისთვის 500, 800, 1000 და 1200 ლარიან დაფინანსებას გამოყოფს და ახალი ბიუჯეტის თანახმად, ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტები, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე (ბაკალავრი/ მაგისტრი/დოქტორანტი) მუნიციპალურ დაფინანსებას, მერიისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კონკრეტული დათქმით მიიღებენ. თანხის ოდენობა კი დამოკიდებული იქნება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

ვის მიეცემა პროგრამით სარგებლობის უფლება

თუ სტუდენტი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაძლოა მიეცეს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა.

პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე იმ სტუდენტების (ბაკალავრი/ მაგისტრი/დოქტორანტი) მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვა, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), თუ სტუდენტი-ბაკალავრი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაძლოა მიეცეს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა. გამონაკლის წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

დაფინანსების წინაპირობები აკადემიური მოსწრების მიხედვით

ბაკალავრების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად. კერძოდ, 81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით, 90-დან 95-მდე ქულის მქონე სტუდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით და 95-დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით.

მაგისტრანტების დაფინანსება ხორციელდება მაგისტრის აკადემიური მოსწრების შესაბამისად: 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე მაგისტრანტი დაფინანსდება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში).

დოქტორანტების დაფინანსება ხორციელდება დოქტორანტების აკადემიური მოსწრების შესაბამისად: 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე დოქტორანტი დაფინანსდება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში); გამონაკლის წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური