საჯარო სკოლების ყველა სართულზე ანონიმური ყუთები განთავსდება – დირექციის ვალდებულება!
საქართველოს საჯარო სკოლების დირექცია ვალდებული იქნება სკოლის ყველა სართულზე ე.წ. ანონიმური ყუთები განათავსოს.
მოსწავლე, კანონიერი წარმომადგენელი და სკოლაში დასაქმებული პირები უფლებამოსილნი იქნებიან სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე თავიანთი მოსაზრება წარადგინონ ანონიმური ყუთის საშუალებით. აღნიშნული განისაზღვრა წესით, რომელიც სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ითვალისწინებს.
“სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება ყოველდღიურად, უზრუნველყოს ანონიმური ყუთის შემოწმება, შესაბამისი წერილების ამოღება და წერილებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მანდატურს/უფლებამოსილ პირს და გადასცეს შესაბამისი წერილი.
მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან წერილების გაცნობის შემდგომ, წერილში იდენტიფიცირებული პრობლემის შესახებ უზრუნველყონ მრჩეველთა საბჭოს ინფორმირება.
სკოლის დირექცია/მრჩეველთა საბჭო ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ პრობლემის გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან ანონიმური წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ელექტრონული (დასკანერებული) ფორმით შეინახონ მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული ფორმით შენახულ დოკუმენტს აქვს მისი დედანის თანაბარი იურიდიული ძალა”, – წერია შესაბამის დოკუმენტში.
-
როგორ მოიპოვებს აბიტურიენტი უმაღლესში ან პროფესიულში სწავლის გაგრძელების უფლებას
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა ზოგადი უნარებისა და ხელოვნების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„პრობლემაა მათემატიკის გამოცდაზე ასეთი დაბალი მინიმალური ბარიერი და დახურულბოლოიანი დავალებების გაზრდა“
by განათლებული ბლოგი