GE

საჯარო სკოლებში მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – ანაზღაურება და სხვა დეტალები რეგიონების მიხედვით

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, 6 სექტემბერს, საჯარო სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების საჯარო სკოლებს მანდატურის პოზიციაზე ათეულობით ადგილი დაემატა. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირებს განაცხადის შეტანა 6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალი და მანდატურთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა ასე გამოიყურება:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიჩბისი – 1 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი გალავანი – 2 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძალისი – 1 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსანი – 1 ვაკანსია; დაბა თიანეთი – 1 ვაკანსია.

ქვემო ქართლი:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭაპალი – 1 ვაკანსია; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ტალავერი – 4 ვაკანსია; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რატევანი – 1 ვაკანსია; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახიდური – 1 ვაკანსია;

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯანდარა – 2 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ლემშვენიერა – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კალინინო – 2 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი თელეთი – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისი – 4 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზიანი – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაზარლო -1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმისი – 2 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი – 1 ვაკანსია;

ქ. წალკა – 2 ვაკანსია;

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ერტისი – 2 ვაკანსია;

ქ. მარნეული – 3 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შულავერი – 5 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯანდარი – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შაუმიანი – 3 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყულარი – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილაჯლო – 3 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქესალო – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი საბირქენდი – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირაჩმუღანლო – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჩაგანი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კასუმლო – 3 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თამარისი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თაქალო – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი მუღანლო – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი დამიაგეორარხი – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აღმამედლო – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი არაფლო – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ალგეთი – 3 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი თაზაქენდი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი ქეშალო – 1 ვაკანსია;

ქ. დმანისი – 2 ვაკანსია. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 1 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი:

ქ. თელავი – 3 ვაკანსია; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალი – 1 ვაკანსია; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი რუისპირი – 1 ვაკანსია;

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანი – 1 ვაკანსია;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი მუღანლო – 1 ვაკანსია; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი დუზაგრამა – 1 ვაკანსია; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი იორმუღალნო – 1 ვაკანსია;

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი მაშნაარი (სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის კორპუსი) – 1 ვაკანსია; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუგაანი – 1 ვაკანსია; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოდბე – 1 ვაკანსია;

ქ. გურჯაანი – 2 ვაკანსია; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაკურციხე – 1 ვაკანსია;

ქ. ლაგოდეხი – 1 ვაკანსია.

აჭარისა და გურიის ცენტრი:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი – 2 ვაკანსია;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფელი ნიგვზიანი – 1 ვაკანსია;

ქობულეთი – 1 ვაკანსია; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბობოყვათი – 1 ვაკანსია;

დაბა ხულო – 1 ვაკანსია.

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

ქ. ზუგდიდი – 3 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია – 1 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ინგირი – 1 ვაკანსია;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემი – 1 ვაკანსია;

ქ. წალენჯიხა – 1 ვაკანსია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარი – 1 ვაკანსია;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემი – 1 ვაკანსია;

ქ. ფოთი – 5 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:

ქ. ახალქალაქი -1 ვაკანსია; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კუმურდო – 2 ვაკანსია; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარტიკამი – 2 ვაკანსია; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩიანი – 2 ვაკანსია; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკი – 2 ვაკანსია;

ქ. ბორჯომი – 1 ვაკანსია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანი – 2 ვაკანსია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერი -1 ვაკანსია;

ქ. ნინოწმინდა – 1 ვაკანსია;

დაბა ასპინძა – 2 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ცენტრი:

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ნახშირღელე – 1 ვაკანსია;

ქ. ზესტაფონი -1 ვაკანსია; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი მეორე სვირი – 1 ვაკანსია;

ქ. ამბროლაური – 1 ვაკანსია.

შიდა ქართლის ცენტრი:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფლავი – 1 ვაკანსია; გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზერტი – 1 ვაკანსია.

შრომის ანაზღაურება: 875 ლარი (დარიცხული).

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გადასაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
  • კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი(დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

  • კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
  • მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
  • იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;

მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე;

მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.

დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ აქ – სააპლიკაციო ფორმა

მანდატურთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით.

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

შენიშვნა: მანდატურობის კანდიდატებმა, რომლებიც შეირჩევიან მოსამზადებელი კურსების გასავლელად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ცნობა პირის მსჯავრდების შესახებ;
ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100).

მანდატურობის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან მოსამზადებელ კურსებს დანიშვნამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV);
  • 2 ფოტოსურათი ¾-ზე, ასევე დისკზე ჩაწერილი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური