GE

ანაზღაურება 2 200 ლარი – მანდატურის სამსახური განათლების სისტემის სოციალურ მუშაკებს ეძებს

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 2025 წლის 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;

– სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;

– სოციალური მუშაკის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე: აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი და ასევე, პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;

– სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;

– საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

შრომის ანაზღაურება: 2200 ლარი (დარიცხული)

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ტერიტორიულ ერთეულების ჩამონათვალი და ვაკანსიების ოდენობები:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

ქ. თბილისი – 18 ვაკანსია;

ქ. დუშეთი – 1 ვაკანსია;

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წეროვანი – 1 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი:

ქ. თელავი – 2 ვაკანსია;

ქ. ლაგოდეხი – 1 ვაკანსია;

ქ. საგარეჯო – 1 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი:

ქ. გორი – 1 ვაკანსია;

ქ. კასპი – 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი:

ქ. რუსთავი – 2 ვაკანსია;

ქ. გარდაბანი – 1 ვაკანსია;

ქ. მარნეული – 1 ვაკანსია;

ქ. ბოლნისი – 1 ვაკანსია;

ქ. დმანისი – 1 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:

ქ. ბორჯომი – 1 ვაკანსია;

ქ. ნინოწმინდა -1 ვაკანსია;

ქ. ახალციხე – 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:

ქ. ზუგდიდი – 2 ვაკანსია;

ქ. ფოთი – 1 ვაკანსია;

ქ. სენაკი – 1 ვაკანსია;

ქ. ჩხოროწყუ – 1 ვაკანსია;

დაბა მესტია – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი:

ქ. ბათუმი – 3 ვაკანსია;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 1 ვაკანსია;

ქ. ქობულეთი – 1 ვაკანსია;

ქ. ლანჩხუთი – 1 ვაკანსია.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:

ქ. სამტრედია – 1 ვაკანსია;

ქ. წყალტუბო – 1 ვაკანსია;

ქ. ხონი – 1 ვაკანსია;

ქ. ტყიბული – 1 ვაკანსია;

ქ. ვანი – 1 ვაკანსია;

ქ. ონი – 1 ვაკანსია;

ქ. ცაგერი – 1 ვაკანსია.

განაცხადის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური