რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – ანაზღაურება, ვადები და პირობები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება დღეიდან, 23 სექტემბრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შრომის ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული).
ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა ასეთია:
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
- ქ. ამბროლაური – 1 ვაკანსია.
ქვემო ქართლის ცენტრი:
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზკენდი – 1 ვაკანსია;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალო – 1 ვაკანსია;
- ქ. დმანისი – 2 ვაკანსია;
- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი – 2 ვაკანსია.
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
იხილეთ: განცხადების წარდგენის ინსტრუქცია, წარსადგენი დოკუმენტები და სარეგისტრაციო ბმული
-
მანდატურის სამსახურს სკოლებში 100-მდე ვაკანტური ადგილი აქვს – კონკურსის პირობები და ანაზღაურება
by საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
-
ანაზღაურება 2 200 ლარი – მანდატურის სამსახური განათლების სისტემის სოციალურ მუშაკებს ეძებს
by საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
-
100 ახალი ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში – სკოლებისთვის მანდატურთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
by საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური