სამხედრო ფიცი განახლდა – ტექსტი პრემიერ-მინისტრის ახალი დადგენილებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 12 გვისტოს დადგენილებით, თავდაცვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 183-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა და უკვე ძალაშია სამხედრო ფიცის განახლებული ტექსტი.
თუ დღემდე არსებულ სამხედრო ფიცის ტექსტს განახლებულს შევადარებთ, მას დამატებული აქვს ერთი, კერძოდ კი მეორე წინადადება:
სამხედრო ფიცი
“მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში:
ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;
ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები;
ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;
ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;
ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის.
თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი”.
სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს და მათ შორის მოიაზრებიან წვევამდელებიც.
- 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ეტაპობრივად განხორციელდება – თარიღები და გასაწვევ პირთა ვალდებულება by ინფოLIFE
- ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის გამარჯვებულების ვინაობა by ინფოLIFE
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE