საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში

2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 4.3 პროცენტით); - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 პროცენტით);
- მშენებლობა – 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8
პროცენტით).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური
საქმიანობის სახეების მიხედვით 2023-2024 წლების II კვარტალში.
რაც შეეხება განათლებას, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში განათლება შესაბამის დიაგრამაზე “P” ნიშნით არის გამოსახული და ის ანაზღაურების თვალსაზრისით კვლავ ბოლო ადგილზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში განათლების სექტორში საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი 1049 ლარი იყო, 2024 წლის II კვარტალში კი 1 146 ლარია.
რაც შეეხება ქალებისა და მამაკაცების შემოსავლებს, 2024 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში
-
გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით დადიოდა – ფაქტს სამართალდამცავები სწავლობენ by ინფოLIFE 23 იანვარი, 2025
-
2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ეტაპობრივად განხორციელდება – თარიღები და გასაწვევ პირთა ვალდებულება by ინფოLIFE 20 დეკემბერი, 2024
-
ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის გამარჯვებულების ვინაობა by ინფოLIFE 18 დეკემბერი, 2024