სასამართლომ „ნაეკს“ 2 აბიტურიენტისთვის გამოცდის დღის დაუყოვნებლივ შეცვლა დაავალა
არსამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ გამოცდების ცენტრს ადვენტისტი აბიტურიენტებისთვის გამოცდის გადატანა დაავალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 16 ივლისის დროებითი განჩინებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს (18 ივლისს) დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაუტანოს 17 ან 19 ივლისს.
„სასამართლომ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დროებითი განჩინებით, აბიტურიენტებისთვის ინგლისურ ენაში 18 ივლისს დაგეგმილი გამოცდის 17 ან 19 ივლისს გადატანა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ შესრულება დაავალა. ამ განჩინების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს მის მოქმედებას. 17 ივლისს შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად ჩაბარდა სასამართლოს განჩინება”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ გამოცდაში შაბათ დღეს. ცენტრმა მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE