GE

სასკოლო თემთან მომუშავე სოციალური მუშაკების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – ვაკანტური ადგილები რეგიონების მიხედვით

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სოციალური მუშაკების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, რომლებსაც სკოლებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან მუშაობა ევალებათ.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2023 წლის 12 ივლისიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით

როგორც 12 ივლისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის ძირითად  საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განსაზღვრულია:

  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.

გამოცხადებული ვაკანსიების სია რეგიონების მიხედვით:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი: ქ. თბილისი – 33 ვაკანსია; ქ. მცხეთა – 1 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი: ქ. თელავი – 1 ვაკანსია; ქ. ახმეტა – 1 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი: ქ. გორი – 2 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი: ქ. რუსთავი – 2 ვაკანსია; ქ. მარნეული – 1 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი: ქ. ბორჯომი – 1 ვაკანსია; ქ. ახალციხე – 1 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი: ქ. ქუთაისი – 2 ვაკანსია; ქ. ონი – 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი: ქ. ზუგდიდი – 1 ვაკანსია; ქ. ფოთი – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი: ქ. ბათუმი – 2 ვაკანსია; ქ. ქობულეთი – 1 ვაკანსია; დაბა ხელვაჩაური – 1 ვაკანსია; ქ. ოზურგეთი – 1 ვაკანსია.

დასაქმების მსურველმა კანდიდატებმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)

იხილეთ დოკუმენტაციათა ჩამონათვალი:

  •  სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
  • ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის მიმართულებით);

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ანაზღაურების, გამოსაცდელი პირობებისა და ფუნქციების შესახებ

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური