სემესტრში 1 125 ლარი – სტუდენტ დედებს ასპინძის მერიისგან სწავლის საფასურის თანადაფინანსების მოთხოვნა შეუძლიათ
საქართველოს მოქალაქე სტუდენტი დედა, რომელიც არის უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და განცხადების შეტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰყავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 წლის ასაკამდე არასრულწლოვანი შვილი (შვილები), უფლება აქვს ასპინძის მერიისგან სწავლის თანადაფინანსება მოითხოვოს.
სტუდენტი დედის ფინანსური დახმარების თაობაზე ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას ეხება.
სწავლის საფასურის თანადაფინანსება შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- არის საქართველოს მოქალაქე;
- ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება სწავლა არანაკლებ 5 წელი სწავლება (VII-XII კლასი) და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
- აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- ჰყავს ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 წლამდე ასაკის შვილი (შვილები).
როგორც დადგენილებაშია განმარტებული, სწავლის საფასურის თანადაფინანსება ერთ სტუდენტ დედაზე სემესტრში შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს.
გარდა ამისა, სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) 14 წლამდე ასაკის შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი და ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 5 წელი (VII-XII კლასი) სწავლის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამონაწერი ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ; ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (საგამოცდო ფურცელი); ზ) სასწავლო დაწესებულების ანგარიში – საბანკო რეკვიზიტები.
ასპინძის მუნიციპალიტეტი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს წარმატებულ მოსწავლეებზეც. დეტალები იხილეთ დადგენილებაში.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE