შემცირდება თუ არა უფასო ფაკულტეტების რაოდენობა – მინისტრის ორაზროვანი პასუხი
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი 2017–2018 სასწავლო წლისთვის, შესაძლოა, უკვე შეცვლილი იყოს.
ის, რომ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ამის შესახებ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-სთან უკვე ისაუბრა.
დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით და იმის გასარკვევად, თუ როდის უნდა ელოდონ 2017 წლის აბოტურიენტები უფასო ფაკულტეტების სიის გამოქვეყნებას, ჩვენ ალექსანდრე ჯეჯელავას მივმართეთ.
მინისტრის განცხადებით, ცვლილებების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო პოზიცია დაახლოებით ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი. ის იმედს გამოთქვამს, რომ უფასო ფაკულტეტების რაოდენობა, საუბარია 21 პროგრამაზე, შეიცვლება და შემცირდება.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ უფასო ფაკულტეტების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. თქვენ თუ ახლა დაწერთ, რომ შემცირდება – ეს იქნება არასწორი; ისევე, როგორც თუ დაწერთ, რომ არ შემცირდება – იქნება ასევე არასწორი ინფორმაცია. თუმცა, ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა შემცირდეს, რადგან ეს აგენერირებს უმუშევარ ხალხს“, – გვიპასუხა მინისტრმა.
რაც შეეხება, სიის გამოქვეყნების ვადებს, მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო დოკუმენტს მთავრობის სხდომაზე გაიტანს და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს, მას უკვე იურიდიული ძალა მიენიჭება და გამოქვეყნდება.
როდის გამოქვეყნდება 2017-2018 სასწავლო წლის უფასო ფაკულტეტების სია
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
მასწავლებლობის მსურველი ბათუმიდან – „აუცილებლად მივიჩნევ ფსიქოლოგიური ტესტის გავლასაც“
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები უცხოურ ენებში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე