შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიამ ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტების მიღება შეწყვიტა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტების მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს აკადემიაში დაუდასტურეს.
უწყების ცნობითვე, აღნიშნულის მიზეზი პროგრამული ცვლილებებია და არ არის ცნობილი განაახლებს თუ არა აკადემია ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებას მომავალში.
„ბაკალავრიატზე სტუდენტების მიღება წელს არ განხორციელდება. ცალსახად ვიცით, რომ სტუდენტების მიღება არ იქნება. მიზეზს ვერ გეტყვით, ამ საკითხზე ჩვენთან მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება მომავალში ცვლილებას, ამაზეც ვერაფერს გეტყვით“, – განგვიცხადეს სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა.
მათივე თქმით, აკადემიას სტუდენტების მიღება პროფესიული მიმართულებით აქვს გამოცხადებული.
EDU.ARIS.GE– მ დამატებითი კითხვებით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა და კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში მათ განმარტებას უცვლელად შემოგთავაზებთ.
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება