„მშობლებმა უნდა გამოატანონ შვილებს პირბადე“ – მე-5 კლასიდან პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება
15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც განახლდება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სკოლის შენობაში სავალდებულო იქნება.
ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
“იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ეს კარგი ტენდენცია სკოლებში, ორშაბათს უკვე სკოლებში გაგრძელდება სწავლა თბილისში, რუსთავში და ქუთაისში. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს ეს დღესვე დაურიგდება სკოლებს და ყველა სკოლას ექნება ამასთან დაკავშირებით მშობელთან კომუნიკაცია”, – განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, შემუშავდება ახალი პროტოკოლი და ამჯერად მშობლებს თავად მოუწევთ შვილების პირბადეებით უზრუნველყოფა და სკოლაში ისე გაშვება.
„ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოატანონ პირბადე თავიანთ შვილებს. დეტალური პროტოკოლი როგორც გითხარით უკვე შემუშავდება, დაურიგდება სკოლებს. რასაკვირველია, გამოქვეყნდება და რასაკვირველია, სკოლებს კომუნიკაცია ექნებათ მშობლებთან“, – აღნიშნა მინისტრმა.
-
„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“
by ARIS.GE-განათლება
-
ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე
by ARIS.GE-განათლება