GE

სკოლებისთვის 8 მლნ ლარის ღირებულების მერხებს შეისყიდიან – რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი სასკოლო ავეჯი

„საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ 122 500 ერთეული სასკოლო მერხის კომპლექტის შეძენას გეგმავს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებს გადაეცემა. სასკოლო ავეჯის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.

შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოცხადებულია და მის დასასრულებლად გარკვეული პროცედურებია დარჩენილი. სულ შესაძენია: II დონის სასკოლო მერხი და სკამი – 34 179 კომპლექტი; III დონის სასკოლო მერხი და სკამი – 40 172 კომპლექტი და IV დონის სასკოლო მერხი და სკამი – 48 149 კომპლექტი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მერხების მიწოდება უნდა განხორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 კალენდარულ დღეში. სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასკოლო ავეჯი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული,  უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ტექნიკურ სტანდარტებს და მწარმოებლისგან უნდა მოყვებოდეს 5 წლიანი გარანტია.

„მერხის ზედაპირი: უნდა იყოს (მერხის, სკამის საჯდომისა და საზურგის) – ვერზალიტის (Werzalit) ტექნოლოგიით დამზადებული; მერხისა და სკამის ყველა დეტალი დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან;კარკასი უნდა შეიღებოს ეკოლოგიურად სუფთა საღებავით; მერხისა და სკამის კარკასი – მეტალის, არარეგულირებადი. იგი არ უნდა იყოს ე.წ. ფხვნილოვანი მეტალისაგან დამზადებული.

მერხის ზედაპირი: უნდა იყოს (მერხის, სკამის საჯდომისა და საზურგის) – ვერზალიტის (Werzalit) ტექნოლოგიით დამზადებული; მერხის და სკამის კონსტრუქცია უნდა იყოს მეტალის მილისებური ან მართკუთხა/კვადრატულიპროფილის (მეტალის კედლის სისქე არანაკლებ 1,5 მმ), რითაც უზრუნველყოფილი იქნება მერხის სათანადო სიმტკიცე და მდგრადობა;

მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე;

უსაფრთხოების მიზნით, მერხს და სკამს, ასევე მის თანმხლებ დეტალებს არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები და ბოლოები, ამასთან ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და არ უნდა ჩანდეს სამაგრი დეტალები, სკამის საზურგე (ლითონის კონსტრუქცია) მთლიანად უნდა იყოს დაფარული ვერზალიტის მასალით (იგულისხმება სკამის საზურგის ზედა ნაწილი, რომელსაც ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში ეყრდნობა მოსწავლე).

მერხს უნდა ჰქონდეს მოსწავლის ჩანთის შესანახი ადგილი მერხის ზედაპირის ქვეშ, რომელიც ხელს არ უნდა უშლიდეს მერხის ნორმალურ ექსპლუატაციას. ასევე მეტალის კაუჭი ჩანთის ჩამოსაკიდებლად (გვერდით მხარეს).

მერხის ზედაპირის დახრილობის კუთხის გრადუსული ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 ° – ს;“ – ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტში.

რაც შეეხება მერხების ზომებს, საფეხურების მიხედვით ასეა განსაზღვრული, მეოთხე საფეხურისთვის:

> მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს;

> მერხის სიმაღლე – 76სმ (±2სმ);

> სკამის სიმაღლე – 46 სმ (±2სმ);

> სკამის(დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე – 35 სმ (±1სმ);

> სკამის (დასაჯდომი )ზედაპირის სიგრძე – 40 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგრძე – 15 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგანე -არანაკლებ 35 სმ (±1სმ);

> მაგიდის ზედაპირის სიგანე – 45-50 სმ (±1სმ);

> მაგიდის ზედაპირის სიგრძე – 60-70 სმ (±1სმ);

> ზედაპირის ფერი – ხის ღია ფერი;

მესამე საფეხურისთვის:

> მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს;

> მერხის სიმაღლე – 70სმ (±2სმ);

> სკამის სიმაღლე – 42 სმ (±2სმ);

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე – 35 სმ (±1სმ);

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე – 40 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგრძე – 15 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგანე -არანაკლებ 35 სმ (±1სმ);

> მაგიდის ზედაპირის სიგანე – 45-50 სმ (±1სმ);

> მაგიდის ზედაპირის სიგრძე – 60-70 სმ (±1სმ);

> ზედაპირის ფერი – ხის ღია ფერი;

მეორე საფეხურისთვის:

> მერხის ზედაპირის გარე პერიმეტრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ–ს.

> მერხის სიმაღლე – 64 სმ (±2სმ);

> სკამის სიმაღლე – 38 სმ (±2სმ);

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგანე – 35 სმ (±1სმ);

> სკამის (დასაჯდომი) ზედაპირის სიგრძე – 40 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგრძე – 15 სმ (±1სმ);

> სკამის საზურგის სიგანე – არანაკლებ 35 სმ (±1სმ);

> მაგიდის ზედაპირის სიგანე – 45-50 სმ (±1სმ);

> მაგიდის ზედაპირის სიგრძე – 60-70 სმ (±1სმ);

> ზედაპირის ფერი – ხის ღია ფერი

სხვა აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები:

> მერხისა და სკამის სიმკვრივე უნდა აკმაყოფილებდეს 700-800 კგ/მ3;

> მერხისა და სკამის სიმტკიცე უნდა აკმაყოფილებდეს 30-50 ნ/მმ2;

> წყლის ზემოქმედების სხვადასხვა პირობებში მერხისა და სკამის ზედაპირის ამობურცვის სისქე პროცენტულად უნდა აკმაყოფილებდეს:

ა) 20°ჩ ტემპერატურის მქონე წყალში 2 საათით მოთავსების შემდეგ, ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 1%-ზე მეტი;

ბ) 70°ჩ ტემპერატურის მქონე წყალში, 5 საათით მოთავსების შემდეგ ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 9,0%-ზე მეტი;

გ) 100°ჩ ტემპერატურის მქონე წყალში, 2 საათით მოთავსების შემდეგ ზედაპირის ამობურცვის მახასიათებელი არ უნდა იყოს 12,0%-ზე მეტი;

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური