სკოლის დირექტორობის უფლება 7 წლით – რა ცვლილება შევიდა დირექტორის შერჩევის წესში
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
როგორც ცნობილია, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, ცენტრის წარდგინებით, მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორობის კანდიდატთა სიას, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს შესარჩევი კონკურსი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება.
ცვლილება სწორედ ამ ნაწილს შეეხო და განისაზღვრა, რომ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას დაკარგავს, თუ პირი ზემოაღნიშნული სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას.
ბრძანებაში წერია, რომ აღნიშნული ცვლილება ვრცელდება 2011 წლიდან სერტიფიცირებულ ყველა პირზე.
ამავე თემაზე:
სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებული იქნება
-
2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორია მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების უახლესი მონაცემები და სქემაში განაწილება – 2026 წლის 9 თვის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება – ვის ეხება
by ARIS.GE-განათლება