სკოლის მანდატურის შესარჩევი კონკურსი ქვემო ქართლში გამოცხადდა – საკონკურსო თემატიკა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დღეს, 18 მაისს, აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
ქვემო ქართლის ცენტრი, ქალაქი თეთრიწყარო – 2 ვაკანსია.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
- საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
- ნასამართლობის არმქონე;
- სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
- სახელმწიფო ენის მცოდნე;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (დარიცხული).
საკონკურსო თემატიკა:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანება.
იხილეთ:
მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპები და სააპლიკაციო ფორმა
-
20-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 37,3%-ია – საქსტატის ანგარიში by ინფოLIFE
-
სკოლის მიერ მასწავლებლის ანაზღაურებადი შვებულების თანხის მოთხოვნის წესი შეიცვალა – რა წერია მინისტრის ბრძანებაში by ინფოLIFE
-
შსს-მ იმ სასკოლო ასაკის პირთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბოლო სამ თვეში გახდა by ინფოLIFE