სკოლის პერსონალი და მასწავლებლები დანაშაულის პრევენციის კურსს გაივლიან – ახალ პროგრამაზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს

სკოლის პერსონალისა და პედაგოგებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციის ხელშემწყობ საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები, რათა დროულად მოახდინონ არასწრულწლოვნებში რთული ქცევის გამოვლენა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან კოორდინაციით, მათზე სათანადო რეაგირება ჰქონდეთ.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის დეპუტატების წინაშე 17 ნოემბერს, მინისტრის საათის ფორმატში წარადგენს.
როგორც საკუთარ მოხსენებაში იუსტიციის მინისტრი განმარტავს, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისთვის სხვადასხვა მხარეთა ჩართულობით იქმნება, სავარაუდოდ, საუბარია მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე.
“სკოლებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სკოლის მასწავლებლებისთვის დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსის პროგრამაზე რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მუშაობს”, – აცხადებს რატი ბრეგაძე.
ასევე იხილეთ:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი – დოკუმენტი ცვლილებების შემდეგ
-
100 და 200 ლარიანი დახმარებები ერთი და ორი წლით – რომელ ბავშვებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა by ინფოLIFE
-
ფულადი ჯილდოები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და აღმზრდელებისთვის – რას ითვალისწინებს ფოთის საკრებულოს დადგენილება by Slider
-
სახალხო დამცველი: პრობლემურია გოგონების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა by Slider