GE

სკოლისა და ბაღის პედაგოგებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ – დეტალები

21 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, 21 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მედიასთან განცხადებები ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბუნიამ გააკეთა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სხვადასხვა რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდებათ და მათ შორის არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები და ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი.

რისკის ჯგუფების ჩამონათვალი

რისკის ჯგუფის მოქალაქეებმა ვაქცინაციისთვის უნდა მიმართონ სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს და სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

„გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას, მისი პრევენციის ძირითადი საშუალება სეზონური ვაქცინაციაა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის“, – განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური