სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ქვეყანაში ადაპტირებული გარემო არ არის
3 მარტს საქართევლოში დედის დღეა, სხვა ქვეყნებში კი სმენის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. საქართველოში მცხოვრები სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებებისა, ქვეყანაში მათი შვილებისთვის ადაპტირებული გარემო არ არის.
„ადაპტირებული გარემო ჩვენს შემთხვევაში ეს არის დამხმარე ტექნოლოგიები, რადგან ჩვენი შვილები მოიხმარენ დამხმარე ტექნოლოგიებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცისფერ ფონზე გამოსახული ყური, რომელსაც ხაზი აქვს გადასმული, ეს ნიშნავს, რომ იქ არის ადაპტირებული გარემო. ის სმენადაქვეითებული ადამიანის სასმენ ტექნოლოგიას უქმნის ველს, რომ ყველა ზედმეტი ხმაური მოაშოროს და მიმართული მეტყველება უფრო უკეთ გაიგონოს. ადაპტირებული გარემოა მაგალითად სუბტიტრები, რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს, მათ შორის არც საზოგადოებრივ არხზე და არც ერთ ტელევიზიაზე. ასევე ადაპტირებული გარემოა მეტყველების ტექსტად გადაქცევის შესაძლებლობა, რაც ეხმარება ტექნოლოგიების და ჟესტური ენის მომხმარებელს სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებსაც, რომ ერთის მხრივ უკეთ გაიგონ და მეორეს მხრივ, ამ კითხვაში მეტად განვითარდნენ.
რეალურად, აქ პრობლემა არის ინფორმაციის დეფიციტი და ეს გვინდა თუ არ გვინდა, იწვევს ასაკთან გარკვეულ ჩამორჩენას. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ნამდვილად უნდა ვთქვათ ის, რომ გვისმენენ და ვმსჯელობთ ამ ყველაფერზე. ბევრჯერ მივმართეთ, კიდევ ვაპირებთ. ჩვენი მთავარი მესიჯი და მოთხოვნა არის ამ ბავშვების სწორი რეაბილიტაცია. მე როგორც მშობელს, ძალიან მინდა, იმ ოჯახებს, რომლებიც სამწუხაროდ აღმოჩნდებიან ამ პრობლემის წინაშე, არ გაუჩნდეთ კითხვები ახლა თუ რა უნდა გააკეთონ, იცოდნენ ზუსტად ვის მიმართონ, რა შესაძლებლობები არსებობს და როგორ შეიძლება ცხოვრება სმენის დაზიანებასთან ერთად“, – ამბობს ფონდ „აურესის“ დამფუძნებელი ეკატერინე თორთლაძე.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE