სტუდენტებისა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის თეატრალური უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეიდან ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს, 29 ნოემბერს განუცხადეს, ინფორმაცია სწავლების დასწრებითი ფორმის დისტანციურით შეცვლის შესახებ, ადმინისტრაციის მიერ თითოეულ სტუდენტს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა.
“სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, უნივერსიტეტი გადადის დისტანციური სწავლების რეჟიმში 7 დეკემბრამდე”, – აღნიშნულია თეტრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილში.
თეატრალური უნივერსიტეტი რუსთაველის გამზირის #19-შია განთავსებული და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაკავება მიმდინარეობდა. თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ “მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე”. 28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.
ავტორი: ზანდა გედენიძე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ფიზიკაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვინ ამოწმებს სისტემას, როცა სისტემა მასწავლებელს ამოწმებს?“ – როდის არის მაღალი მოთხოვნა სამართლიანი
by განათლებული ბლოგი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ლიტერატურაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე