სუს-ის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტებს წელს მიიღებენ
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ დღეს, 17 აგვისტოს გამოქვვეყნებული ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია წელს პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას. სტუდენტებს ექნებათ საშუალება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ”, – აცხადებენ სუს-ში.
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან