თამარ სანიკიძე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, საგამოცდო პროცესს პირადად გაეცნო.
მინისტრი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტშია გახსნილი.
თამარ სანიკიძე საგამოცდო სექტორების დათვალიერებისა და პროცესის გაცნობის შემდეგ საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე აბიტურიენტების მშობლებს გაესაუბრა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ბავშვები მშვიდად და შეიძლება ითქვას მოდუნებულებიც არიან. თქვენ კი გეტყობათ, რომ დაძაბულები ხართ. არაფერზე ინერვიულოთ, მშვიდად იყავით. მინდა გითხრათ, რომ ყველა ცალ-ცალკე ზის და რაც მთავარია არ ნერვიულობენ“,- განუცხადა მშობლებს თამარ სანიკიძემ.
ერთ-ერთი მშობელი დაინტერესდა, არის თუ არა საგამცდო სექტორში კონდიცირება, რაზეც მინისტრმა უპასუხა: „კი, ნამდვილად გრილა, არ ცხელა და საბედნიეროდ ამინდმაც ხელი შეგვიწყო“.
შეგახსენებთ, რომ დღეს და ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
ეკა წივწივაძე
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე