ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაციისა და სწავლის დაწყების თარიღები დადგინდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო. როგორც Aris.ge-განათლებას სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის უფროსმა იური ლომიძემ განუცხადა, რეგისტრაციის პროცესი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხას, ის ასე გამოიყურება:
- პირადობის მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- 4 ფოტო სურათი ¾
- ატესტატი დედანი და ასლი
- წვევამდელის მიწერის მოწმობა სამხედრო კომისარიატიდან (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ამ საბუთებთან ერთად პირველკურსელებს განაცხადის შევსებაც მოუწევთ.
რაც შეეხება სტუ-ში ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობას, მათი ციფრი 4464-ია.
,,წელს 4464 პირველკურსელს მივიღებთ. ყველაზე მეტი აბიტურიენტი სწორედ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო. რა თქმა უნდა დაგვრჩა ვაკანტური ადგილებიც. ეს ძირითადად უცხოენოვან (რუსული, ინგლისური) პროგრამებს ეხება აბიტურიენტები უცხოენოვან პროგრამებზე სწავლის სურვილს ნაკლებად გამოხატავენ. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, რეგისტრაცია 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, მაგრამ კანონი გვაძლევს საშუალებას, პირველკურსელებმა მოგვიანებითაც გაიარონ რეგისტრაციის პროცესი. თუმცა თუ აბიტურიენტს აქვს სახელმწიფოს ინდივიდუალური გრანტი, მან აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია დადგენილ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გრანტი ეკარგება,”- განაცხადა იური ლომიძემ.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება.
ეკა არის© წივწივაძე
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან