GE

„უფასო სახელმძღვანელოების ნაცვლად, უფასო კვება რომ ყოფილიყო, აჯობებდა“

განათლების სპეციალისტი და SANGU-ს ასისტენტ-პროფესორი, დავით ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ სკოლაში უფასო კვების პროექტის განხორციელება, შესაძლებელია, მუნიციპალიტეტებიდან დაიწყოს და ეს უფრო მარტივიც იქნებოდა.

ამის შესახებ დავით ლიპარტელიანი დღეს, 24 იანვარს, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს.

„უფასო სახელმძღვანელოების ნაცვლად, უფასო კვება რომ ყოფილიყო, აჯობებდა.
დაწყებით საფეხურზე აუცილებლად!
საბაზოზეც სასურველია და კარგი იქნება!
საშუალო საფეხურზე აღარაა აუცილებელი…
ამაზე მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია! არაა აუცილებელი, ცენტრიდან (სამინისტროდან ხდებოდეს ამ პროცესის განხორციელება), მუნიციპალიტეტების დონეზე რომ განაწილდეს მართვა, უფრო მარტივი იქნება განსახორციელებლად.

რაც შეეხება ფინანსებს, ვფიქრობ, რომ სკოლებში კვების საკითხის მოგვარებაზე დახარჯული ფული უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ახალი სკოლის მოდელზე დახარჯული ფული.

ჰოდა, პრიორიტეტები განვსაზღვროთ და ახლა რაზეც იხარჯება თანხები: ახალი სკოლის მოდელი, მასწავლებლების სქემა, საყოველთაო ტრენინგები, ოქროს და ვერცხლის მედლები და მსგავსი პროგრამებიდან თანხის გამოთავისუფლება, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლებში უფასო კვების დანერგვას”, – წერს განათლების სპეციალისტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური