GE

ვინ მიიღებს 1000, 700 ან 500 ლარს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით – ბორჯომის საკრებულოს დადგენილება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ, მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადად 500, 700 ან 1000 ლარი გადაეცემათ.

ამის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებული „წარმატებული სტუდენტებისა და ერუდირებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესშია” ნათვამი. შესაბამის დადგენილებაში ცვლილება კი 29 აპრილს გამოქვეყნდა.

რაც შეეხება თანხის გაცემის პრინციპს, როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, ფინანსური დახმარების გაცემა ასე განხორციელდება:

100%-იანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტი მიიღებს  – 1000 ლარს;

70%-იანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტი მიიღებს – 700 ლარს;

50%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელი აბიტურიენტი მიიღებს – 500 ლარს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ზაალიშვილის ხელმოწერილი დადგენილება უკვე ძალაშია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური