რა საკითხები განიხილეს განათლების სამინისტროში შექმნილი ახალი სამუშაო ჯგუფის წევრებმა – დეტალები
ზოგადი განათლების განვითარების ხელშოწყობის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, 19 აპრილს გამართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, EDU.ARIS.GE – სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის სამსჯელო საკითხები შეეხებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწას, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა თემებს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, უახლოეს დღეებში მინისტრი სამუშაო შეხვედრას გამართავს საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.
ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული პორტფოლიოს, როგორც პედაგოგის საგამოცდო შეფასების ინსტრუმენტის საკითხთან დაკავშირებით, შეიცვლება თუ არა პორტფოლიოს ატვირთვის ვადები ან როგორც პედაგოგების ნაწილი მოითხოვს, მოხდება თუ არა მისი გაუქმება
ასევე იხილეთ:
როდის შეხვდება გიორგი ამილახვარი პედაგოგებს – მინისტრის პასუხი
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო