„ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა”
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ზოგადი უნარების გამოცდით განახლდა. ზოგადი უნარების გამოცდა, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, სავალდებულო გამოცდაა და მისი ჩაბარება ყველა აბიტურიენტს უწევს. ამიტომაც გამოცდა ორ დღის განმავლობაში ორ-ორ სესიად ჩატარდება.
გამოცდის პირველ დღის პირველ სესიაზე 10 000 -მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაგვიანების შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება არგამოცხადების ფაქტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს ციფრი აბიტურიენტების საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს. როგორც შეფასებისა და გემოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, გამოცდის პირველი სესია ამ დროისთვის მშვიდ გარემოში, უხარვეზოდ მიმდინარეობს.
ზოგად უნარების ტესტს აზერბაიჯანულ ენაზე 1179 აბიტურიენტი აბარებს, სომხურ ენაზე 429, რუსულ ენაზე კი 736.
წელს აღნიშნული გამოცდის ფარგლებში სიახლეა. აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, სურვილის შემთხვევაში გამოცდა ინგლისურ ენაზე ჩაებარებინათ, საუბარია იმ აბიტურიენტებზე, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სან-დიეგოს უნივერსიტეში სურთ.
ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარების სურვილი სულ 6-მა აბიტურიენტმა გამოთქვა.
ეკა წივწივაძე
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან