“ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტები მეოთხე და პირველი ვარიანტისთვის უფრო რთული იყო” – სოფო დოლიძე

2015 წლის ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტები მეოთხე და პირველი ვარიანტისთვის უფრო რთული იყო ვიდრე მეორე და მესამე ვარიანტისთვის. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განუცხადა.
,,საშუალო სირთულეს თუ ავიღებთ, შედარებით რთული იყო მეოთხე და პირველი ვარიანტი, შედარებით მარტივი მეორე და მესამე. შესაბამისად მინიმალური კომეტენციის ზღვარი მეოთხე და პირველი ვარიანტისთვის იქნება 23 ქულა, ხოლო მეორე და მესამესთვის 24 ქულა,”- განაცხადა სოფო დოლიძემ.
მისივე ინფორმაციით, უნარების გამოცდაში ჩაჭრის მაჩვენებელი ვარანტების მიხედვით 12-13%-ია. თუმცა არიან აბიტურიენტები, ვინც მაქსიმალური ქულები დააგროვეს.
80 ქულა დაიწერა მხოლოდ პირველ ვარიანტში, ხოლო 79 ქულიანი აბიტურიენტი ყველა ვარიანტშია.
როგორც სოფო დოლიძემ Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, წელსაც, წინა წლების მსგავსად, ვერბალურ ნაწილში უკეთესი შედეგებია, ვიდრე მათემატიკურში. თუმცა საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი ამ ფაქტს აბიტურიენტების დაღლის მომენტს უკავშირებს.
რაც შეეხება აპელაციას, შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს ყველა გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეეძლებათ.
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა – ეროვნული გამოცდები 2015
გათნაბრება – ხშირად დასმული კითხვები
ეკა არის© წივწივაძე
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი დაიწყო – ვინ რეგისტრირდება 10-დან 21 მარტის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაინიშნება და გათავისუფლდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი by ARIS.GE-განათლება
-
თუ ატესტატის მოპოვებას ექსტერნატის ფორმით გეგმავთ, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებთ – ცვლილება by ARIS.GE-განათლება