29 ნოემბერი, 2023 12:02
106-ე საჯარო სკოლა ენერგოეფექტური გახდა
„ჩვენ ვიყენებთ განახლებად ენერგიას და ხელს ვუწყობთ ელექტროენერგიის რესურსების ეფექტიანად გამოყენებას“ – წერს თბილისის 106 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი ქეთევან მიქაძე, საკუთარი Facebook-ის გვერდზე და სიამაყით იუწყება, რომ მათი სკოლა ენერგოეფექტური გახდა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უამბეს, აქტიურად მუშაობენ მდგრადი განვითარების ეროვნულ მიზნებზე, ამ აქტივობით კი მოსწავლეებს მაგალითი უჩვენეს, თუ როგორ შეიძლება ელექტროენერგიის სწორი დაზოგვა.
„აი, ასე კარგად ანათებს ჩვენი მზის პანელები, სკოლის შესასვლელს. ვიყენებთ განახლებად ენერგიას და ხელს ვუწყობთ ელექტროენერგიის რესურსების ეფექტიანად გამოყენებას“, – აცხადებენ სკოლაში და განათებული სკოლის შენობის ფოტოებს აზიარებენ.
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო by სკოლა პოლიგლოტი
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“ by სკოლების ამბები