135 არაწესიერი ზმნა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – „ეროვნულებს ვინც აბარებთ, კარგად დაისწავლეთ!“
ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაცია სულ მალე დაიწყება, წლევანდელი გამოსაცდელების ვნებათაღელვა იმატებს, განსაკუთრებით, ეს იმ მე-12 კლასის მოსწავლეებს ეხებათ, რომლებიც უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე ინგლისურ ენას ჩააბარებენ. მეცადინეობისთვის დრო ისევ არის და ინგლისური ენის სპეციალისტი, ანა არსენაშვილი მათთვის საჭირო ინფორმაციას EDU.ARIS.GE-ს სწორედ ახლა უზიარებს.
იხილეთ ჩვენი მკითხველი აბიტურიენტებისთვის სპეციალურად გაზიარებული ფაილი ინგლისური ენის სპეციალისტისგან – 135 არაწესიერი ზმნა
„სტაჟიანი აბიტურიენტებისგან განსხავებით, წლევანდელ მეთორმეტეკლასელებს გრამატიკის ნაკლები ცოდნა აქვთ. გიზიარებთ სპეციალურად თქვენი მკითხველი აბიტურიენტებისთვის შექმნილ ფაილს. ამ ფაილში მოცემულია 135 არაწესიერი ზმნა. მე-12 კლასის მოსწავლეებმა და არამხოლოდ მათ, ყველამ, ვინც ინგლისურ ენას სწავლობს, აუცილებელია, იცოდნენ არაწესიერი ზმნების აწმყო, წარსული და პასიური ფორმები. ეროვნულებს ვინც აბარებთ, კარგად დაისწავლეთ!“, – მიმართავს ანა უფროსკლასელებს.
როგორც სპეციალისტმა განგვიმარტა, არაწესიერი ზმნების ცოდნა ტესტის როგორც წერითი, ისე მოსმენის დავალების შესრულებას ამარტივებს. ზმნების გამოყენება აუცილებელია ესეს წერის პროცესშიც.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
ასევე იხილეთ:
2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის