17 ოქტომბერი, 2023 11:43
154-ე საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლეები სპეციალური ლიფტითა და პანდუსით ისარგებლებენ
თბილისის 154-ე საჯარო სკოლა უკვე ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. “მოწყობილია ლიფტთან მისასვლელი პანდუსი და დამონტაჟებულია ლიფტი”, – ვკითხულობთ დღეს, 17 ოქტომბერს სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
154-ე საჯარო სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ ადაპტირებული ინფრასტრუქტურა – ლიფტი და პანდუსი, სიახლეა.
სკოლაში ამბობენ, რომ სსსმ მოსწავლეებისთვის გათვლილი ტექნიკა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრანსტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით დამონტაჟდა და სკოლის 14 სსსმ მოსწავლეს უკვე დღეიდან მოემსახურება.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები

