16 თებერვალს ლოგოსში ღია კარის დღე გაიმართება
საერთაშორისო აკადემია ლოგოსში ცხადდება მიღება I-XI კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე.
ლოგოსში სწავლის გაგრძელების მსურველებმა იჩქარეთ და ეწვიეთ სკოლას ღია კარის დღეზე.
ღია კარის დღე 7-11 კლასელებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც 16 თებერვალს 14:00-15:00 საათზე ჩატარდება. დაწყებითი საფეხურის ღია კარის დღე შედგება ამავე დღეს 12:00 საათზე.
საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს აკადემიური პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
2010 – 2018 წლებში სკოლა დაამთავრა 181-მა მოსწავლემ, აქედან 97 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 4 706 000 აშშ დოლარზე მეტი. 84 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 406 800 ლარზე მეტი.
ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.
ღია კარის დღეზე თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
2 37 63 03
574 01 44 11
www.logos.edu.ge
მოსწავლის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.