18 აპრილი, 2024 12:33
219-ე საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ყვავილების კონკურსი ჩატარდა – გამარჯვებული ნამუშევრები
თბილისის 219-ე საჯარო სკოლის დირექტორის, შალვა ხუციშვილის იდეით, სკოლაში მოსწავლეთა შორის ხელნაკეთი ყვავილების შექმნის კონკურსი ჩატარდა. კონკურსზე ყველა კლასმა წარმოადგინა უმშვენიერესი და ულამაზეს ნამუშევარი, შედეგად კი ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებული მოსწავლეების მიერ შექმნილი ყვავილების ფოტოებს სკოლა საკუთარ სოციალურ ქსელში, 17 აპრილს აქვეყნებს.
იხილეთ გამარჯვებული ნამუშევრები:
სკოლის ინფორმაციით, კონკურსის მონაწილეებმა 16 აპრილს გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები, გამარჯვებულების შესახებ კი დღეს გახდა ცნობილი. კონკურსზე გაიმარჯვეს დაწყებითი კლასების მიერ შექმნილმა ულამაზესმა ყვავილებმა.
-
„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა? by სკოლების ამბები
-
ზამთარი და ფორმები – „ძალიან თხელია, ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომაზე ვაცმევთ ბავშვებს“ by სკოლების ამბები
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



