თამარ მეფის გიმნაზიელები კოჯორში გმირთა მემორიალთან
23 თებერვალს, ქართველი იუნკრების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, მასწავლებლები, თანამშრომლები, ტრადიციულად კოჯორს ვესტუმრეთ;
სადაც გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი იუნკრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა;
რუსეთ საქართველოს ომისა და ქართველი გმირი იუნკრების თავგანწირული ბრძოლის შესახებ გიმნაზიის პედაგოგმა თეა ხარაზიშვილმა და გიმნაზიის მოსწავლეებმა ისაუბრეს;
მოწავლეებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, გმირებისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
გმირთა მემორიალთან საკუთარი ლექსები წაიკითხა საქართველოს სახალხო პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა.
მოსწავლეებთან ერთად კოჯორში იმყოფებოდნენ: გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, პედაგოგები: ლეილა სამხარაძე, ზურაბ გოგოლაძე, თეა ხარაზიშვილი. მაია ნამორაძე, ლელა ხომასურიძე.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მემორიალთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს ნაკლების ნახვა
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია