7 მარტი, 2018 16:58
42-ე საჯარო სკოლა VII-XII კლასების მოსწავლეებს დამატებით საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს
პროგრამების სამყარომეტი სიახლეაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
VII-XII კლასების მოსწავლეების საყურადღებოდ, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა გთავაზობთ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამას: „კრიტიკული აზროვნება და თვითშემეცნებით პიროვნული განვითარება“.
სრული კურსი შედგება სამი მოდულისაგან:
- პიროვნული განვითარების, თვითშემეცნების და კრიტიკული აზროვნების კონსტრუირების საბაზისო საკითხები (მოდული პირველი);
- პიროვნული განვითარების, თვითშემეცნების და კრიტიკული აზროვნების კონსტრუირების საშეგირდო პროგრამა (მეორე მოდული);
- პიროვნული განვითარების, თვითშემეცნების და კრიტიკული აზროვნების კონსტრუირების საოსტატო პროგრამა (მესამე მოდული);
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სკოლის დირექტორის მოადგილეს: მაკა ბიბილეიშვილს.