42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკი საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
42-ე საჯარო სკოლის დირექციის ინფორმაციით, 2018 წლის 13-17 იანვარს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში. წელს ოლიმპიადაზე 15 ქვეყნის 58 სკოლის გუნდი იყო წარმოდგენილი. მათ შორის ტრადიციულად მონაწილეობდნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდიც.
42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით გამოვიდნენ ამ მეტად პრესტიჟულ ოლიმპიადაზე. მეთორმეტეკლასელმა ზურაბ ჯაშმა ფიზიკაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ასევე ინფორმატიკაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ნიკა სალიამ.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მადლობას უხდის მათ ხელმძღვანელებს – გურამ ქოთოლაშვილს, გუგა ხუნძაკიშვილს და თორნიკე მანძულაშვილს გაწეული შრომისათვის.