42-ე საჯარო სკოლის VII-XI კლასელებისთვის ამავე სკოლის მოსწავლეებმა ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს
კადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის X(3) კლასის მოსწავლეების ანი შატაკიშვილისა და ნუცა მაისაშვილის მიერ განხორციელდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: “ცხოვრება კიბეა და არა ესკალატორი“.
ტრენინგი VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იგი მოიცავდა სახალისო აქტივობებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და დისკუსიებს.
მოსწავლეებმა პროექტი მოამზადეს სამოქალაქო განათლების პედაგოგის ქ-ნ მაკა ბიბილეიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს ორდღიანი ინტერაქტიული ტრენინგი, რომლის მიზანიც გახლდათ მოსწავლეებში წარმატებისკენ მიმავალი გზის სწორად დანახვა და ამასთანავე ცნობიერების ამაღლება ადამიანებთან კომუნიკაციისას და მათთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
პროექტის ხელმძღვანელები და ტრენინგში მონაწილე მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციამ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.