4 თებერვალი, 2019 17:23
72-ე საჯარო სკოლას წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მწერალი და პოეტი დიანა ამფიმიადი ეწვია
2019 წლის 1-ლ თებერვალს 72-ე საჯარო სკოლას წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ესტუმრა მწერალი და პოეტი დიანა ამფიმიადი. ის შეხვდა მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს, ესაუბრა მათ წიგნების კითხვის უდიდეს მნიშვნელობაზე, წაუკითხა საკუთარი ზღაპრები, დაინტერესდა იმ ლიტერატურით, რომელსაც ჩვენი ბავშვები ეცნობიან.
“დასასრულისკენ კი სტუმარმა სიხარულით აღნიშნა, რომ ასეთი ნაკითხი მოსწავლეები სკოლებში ჯერ არ მინახავს-ო… რაც ძალზედ სასიამოვნო კომპლიმენტია ჩვენთვის. მადლობა დიანას სასიამოვნო დღისთვის”, – აღნიშნეს სკოლის დირექციაში.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა



