GE
25 აპრილი, 2019 16:25

72- ე საჯარო სკოლაში ,,დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი კვირეული ჩატარდა

72- ე საჯარო სკოლაში ,,დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კვირეული ჩატარდა.

განხორციელდა სხვადასხვა პროექტები, ჩატარდა მიზნობრივი გაკვეთილები, კონფერენციები, ნახატებისა და კედლის გაზეთების კონკურსი, დაირგო ხეები და ყვავილები. კვირეულში ჩართული იყვნენ ქართული და რუსული სექტორის როგორც საშუალო, ასევე საბაზო და დაწყებითი კლასის მოსწავლეები.

კვირეულის ორგანიზებაში აღსანიშნავი ეკო-კლუბის აქტიურობა. კვირეულის წარმართვაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სკოლის გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგებს.

22 აპრილს 65-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ,,დედამიწის დღისადმი” მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი პრეზენტაცია და გამოფენა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ლალი ბირკაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მაია კობრეშვილი და 65-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მჭედლიშვილი. სტუმრებმა შეაფასეს ამ დღის მნიშვნელობა და მოიწონეს სკოლის ესეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანი საკითხისადმი.

Aris.ge - განათლება განათლება