GE
17 აპრილი, 2019 13:13

72-ე საჯარო სკოლაში პროექტის “სამართლის ქალაქი” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

12 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის #72 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა ნაირა ნატროშვილმა ჩაატარა მეტად აქტუალური პროექტის “სამართლის ქალაქი” შემაჯამებელი ღონისძიება.

ეს პროექტი აღსანიშნავია იმითაც, რომ მასში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები, რომელთა პედაგოგიც არის და იყო თავად ქალბატონი ნაირა ნატროშვილი.
პროექტის მიზანი იყო:

  • ცნობიერების ამაღლება, თუ როგორ გახდნენ მოზარდები კანონმორჩილები;
  • როგორ დაიცვან თავისი და სხვისი უფლებები;
  • დაიცვან ქუჩაში მოძრაობის წესები, რომელთა გამოყენება ყოველდღიურად უწევთ;
  • როგორ მოიქცნენ სტიქიური და უბედური შემთხვევების დროს;
  • რა როლს ასრულებს 112 ადამიანის ცხოვრებაში.

პროექტის ფარგლებში:
lდ კლასში ჩატარდა გაკვეთილი;
Vე და Vlllგ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატების პრეზენტაცია;
Vlllგ და Xllგ კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ესეების კონკურსში გამარჯვებული თემები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: 72-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი, 144-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჩარგეიშვილი, სხვადასხვა პედაგოგები, მშობლები და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა გალახვარიძე. მან მოსწავლეებს შესთავაზა აქტიური თანამშრომლობა მსგავს ღონისძიებებში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოზარდებს სკოლაშივე აუმაღლდეთ ცნობიერება უფლებებისა და კანონმორჩილების შესახებ, რომელიც ადამიანთა შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. წესებისა და კანონების ცოდნა დაეხმარებათ დაიცვან თავისი უფლებები, არ შელახონ სხვისი და … ასე ააშენონ „სამართლის ქალაქი“.

Aris.ge - განათლება განათლება