72-ე სკოლას მწერალი დავით ტურაშვილი ესტუმრა
5 თებერვალი კიდევ ერთ დასამახსოვრებელ, საინტერესო და სასიამოვნო მოგონებად დარჩება 72-ე სკოლის ისტორიაში. სკოლა ყველასათვის საყვარელი მწერალი დავით ტურაშვილი ესტუმრა.
იგი მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა. მან ბავშვებს გაუზიარა ძალზედ საინტერესო მოსაზრებები მრავალ აქტუალურ თემასთან დაკავშირებით, ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს, დაურიგა ავტოგრაფები და ვფიქრობ, ჩვენი მოსწავლეების ანალიტიკური მსჯელობით თავადაც კმაყოფილი დარჩა.
“ბავშვებს არ უნდოდათ შეხვედრის დასრულება, იმდენად კმაყოფილები იყვნენ… დიდი მადლობა ბატონ დავითს, ამ დღისთვის სკოლის დირექციის, პედაგოგებისა და მოსწავლეების სახელით! დიდი მადლობა ქალბატონ მედეა აბულაშვილს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის. ასევე უღრმესი მადლობა პროექტის “მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის” ორგანიზატორებს”, – აღნიშნეს სკოლაში.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა



