GE
30 ნოემბერი, 2018 15:55

72-ე სკოლაში კლუბმა -„მოზარდები საერთაშორისო საზოგადოებაში“ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღნიშნა

2018 წლის 26 ნოემბერს 72-ე სკოლაში კლუბმა -„მოზარდები საერთაშორისო საზოგადოებაში“ აღნიშნა ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე. ღონისძიება გახსნა კლუბის კურატორმა საბინა ალიევამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

განათლების კუთხით ძალიან დიდი ძალისხმევაა მიმართული აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად: შექმნილია უსაფრთხო გარემო, ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა ბარბარე ჩხეიძემ და აიშა მაგრამოვამ მოამზადეს და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. ხელოვნების პედაგოგმა სალომე ასანიძემ მოაწყო გამოფენა სახელწოდებით: „არა ძალადობას“, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების ნამუშევრები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია – რატომ უნდა ვებრძოლოთ ქალთა მიმართ ძალადობას? დისკუსიაში ჩართულნი იყვნენ და თავიანთი აზრი გამოხატეს მოსწავლეებმა: გიორგი ვარდიაშვილმა, საბა ხაიაურმა, თინიკო დარბაიძემ.

სიტყვით გამოვიდა სსიპ ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქალი ყოველთვის აღიქმებოდა სუსტისქესის წარმომადგენლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ და მსოფლიომ იცის ქალის სიძლიერის უამრავი მაგალითი. მარტო თამარ მეფეც კმარა ამის მაგალითად. ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, მას შეუძლია თავისებურად მიუდგეს პრობლემას, აქტიურად ეძებოს გადაჭრის გზები. ამის ნათელი, საამაყო მაგლითია, ისიც, რომ ჩვენს რეგიონში პირველად გვყავს პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი.

დისკუსიაში ჩაერთო დირექტორის მოადგილე ნანა აბრამიშვილი, რომელმაც მოიყვანა მაგალითი და პარალელი გაავლო თანამედროვეობასა და მეხუთე საუკუნის ნაწარმოებს – “შუშანიკის წამებას“ შორის.

ღონისძიება მიმდინარეობდა თბილ და თავისუფალ გარემოში. ღონისძიება დასრულდა კლუბის წევრების ახალი შემოთავაზებებით და ინიციატივებით.

Aris.ge - განათლება განათლება