GE
23 დეკემბერი, 2019 12:13

72-ე სკოლის მოსწავლე ვახტანგ გამცემლიძე საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის ფინალისტია

72-ე სკოლის მოსწავლე ვახტანგ გამცემლიძე საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის ფინალისტია.

მწერალთა სახლი ყოველწლიურად ატარებს მოსწავლეთა ესეების კონკურსს, რომელიც წელს გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.კონკურსის პირობები განთავსებული იყო მწერალთა სახლის ვებგვერდზე.

მოსწავლეებს შევთავაზეთ სამი თემა, რომლიდანაც შეეძლოთ დაეწერათ ერთ-ერთი:

  • კარცერ-ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის;
  • გზა მწყემსობიდან ვატერ(პო)ლოომდე;
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.

ჟიურიმ შემოსული 500-ზე მეტი ნაშრომიდან 12 საუკეთესო შეარჩია.

მათგან პირველი სამეულის ვინაობა 25 დეკემბერს საზეიმოდ გამოცხადდება მწერალთა სახლში. იმის გამო, რომ კონკურსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მწერალთა სახლის ადმინისტრაციამ რამდენიმე წამახალისებელი პრიზის გაცემა გადაწყვიტა – ყველა ფინალისტს გადაეცემა მაღაიზების „ბიბლუსის“ ან „ალტას“ 100-ლარიანი ვაუჩერი.

ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები არიან :

  • ანა შამათავა, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა;
  • ერეკლე ხოხიაშვილი, თერჯოლის რაიონის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა;
  • ნათია ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლა;
  • ზარუჰი ათორაკალიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის
    რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლა;
  • გიგი მირზიაშვილი, მცხეთის N1 საჯარო სკოლა;
  • ვახტანგ გამცემლიძე, თბილისის N72 საჯარო სკოლა,
  • თეა ჭელიძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა;
  • როლანდ ხარაბაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა;
  • ნია მერებაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლა;
  • დარია სტრუკოვა, ნინოწმინდის რაიონის სოფ. ორლოვკის საჯარო სკოლა;
  • მარიამ მახვილაძე, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა;
  • გიორგი ხვედელიძე – ჭიათურის N2 საჯარო სკოლა.

25 დეკემბერს, მწერალთა სახლში გამარჯვებულების დაჯილდოებისას მოსწავლეებს გურამ დოჩანაშვილი შეხვდება.

სკოლის დირექცია ულოცავს ვატოს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.

Aris.ge - განათლება განათლება