5 ივნისი, 2019 13:56
72-ე სკოლის მოსწავლეები, გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
2019 წლის 1 ივნისს, ისტორიის მასწავლებელმა მაია ბეგლააშვილმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად მოაწყო გასვლითი გაკვეთილი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
პროექტის „ჩვენი სამშობლოს კუთხეები“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ორი თვის განმავლობაში მოამზადეს კუთხეების ღირშესანიშნაობების ამსახველი ინფორმაცია, რომლის პრეზენტაციაც წარმოადგინეს უშუალოდ მუზეუმის ფარგლებში.
მოხატეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის რუკები, მოამზადეს ლექსები და დღეს ნამდვილად მოიარეს იმიერ და ამიერ საქართველო. მუსიკის მასწავლეელმა ნათია ჯოჯუამ თითოეულ კუთხეში სტუმრობისას ბავშვებს მოასმენინა საქართველოს კუთხეების ტრადიციული სიმღერები.
პრეზენტაციის შემდეგ ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ცეკვა, და არა მხოლოდ ტრადიციული.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა



