90-იანი წლების ქართული ანდერგრაუნდი – საჩინოს საჯარო სკოლაში შემოქმედებითი პროექტი მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ საჩინოს #1 საჯარო სკოლის მაღალკლასელებს, რომლებსაც ქართული ალტერნატიული მუსიკა განსაკუთრებით უყვართ, შესაძლებლობა აქვთ, საყვარელი მუსიკოსგან გაიგონ 90-იანი წლების ქართული ანდერგრაუნდის თაობაზე.
ამის შესახებ, ინფორმაციას სკოლა დღეს, 6 დეკემბერს საკუთარი Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს და იმ პროექტის შესახებ ჰყვება, რომელიც სკოლაში ხორციელდება.
საჩინოს სკოლის პედაგოგი თამუნა მიქავა EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ პროექტის შექმნის იდეა მოსწავლეთა დიდი დაინტერესებით იყო შთაგონებული, სტუმარზე კი ყველა ერთობლივად შეთანხმდა:
„ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართული ანდერგრაუნდის წარმომადგენელი, ლადო ბურდული გახლდათ პროექტის სტუმარი, რომელიც თბილისიდან ვიდეო თვალით ჩაერთო მოსწავლეებს და პირადად მოუყვა, ქართული ალტერნატიული მუსიკის შესახებ, მაღალკლასელებიც აღფრთოვანებით უსმენდნენ მას“, – გვიყვება პედაგოგი.
როგორც გავარკვიეთ, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უკვე შექმნეს პრეზენტაციები, რომელშიც ქართული ალტერნატიული მუსიკის, ანდერგრაუნდის შესახებ საკუთარი დაკვირვებებიც წარადგინეს.
-
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა by სკოლების ამბები
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS