20 სექტემბერი, 2023 18:10
თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთს ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერილი ბურთით ითამაშებენ
ახალი სასწავლო წელი თბილისის #94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახდენილი ოცნებით დაიწყეს.
მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეები ხვიჩა კვარაცხელიასადმი მიძღვნილ სიმღერას ასრულებდნენ, როცა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა, ნინო გახარიამ მათი ხმა გაიგო და ოცნებაც მოისმინა, “გვინდა სკოლის სტადიონზე ფეხბურთი ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერილი ბურთით ვითამაშოთ”. როგორც სკოლა იუწყება, მათ ეს ოცნება აუხდათ!
ნაპოლის მაისურებში საზეიმოდ გამოწყობილებმა, თვით ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერილი ბურთით სკოლის სტადიონზე ფეხბურთი უკვე ითამაშეს.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი