აი, რას ვურჩევდით პინოქიოს – 221-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების არჩეული სიკეთის გზა და შეტყობინება თანატოლებს
თბილისის #221-ე საჯარო სკოლის (მეგა სკოლა) მეორეკლასელმა მოსწავლეებმა კარლო კოლოდის უკვდავი ნაწარმოები, „პინოქიოს თავგადასავალი“ წაიკითხეს და კითხვა გაუჩნდათ: „რომ არ მოიტყუოს შეუძლია?!“.
ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად მეორეკლასელებმა პინოქიოს როლი თავად მოირგეს. შემდეგ კი გადაწყვიტეს, მეგობრული რჩევებიც მიეცათ მისთვის.
„არ მოიტყუო“, „იყავი კეთილი მეგობარი“, „შეეცადე იყო კარგი“…
ბავშვებმა პედაგოგ თამარ ნათაძესთან ერთად დასკვნაც გააკეთეს – პინოქიოს გზად მრავალი ცდუნება ხვდება, თუმცა მალე სწავლობს კარგის და ცუდის გარჩევას. ჩვენც გზადაგზა მივუყვებით პინოქიოს გზას, ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ ყოველგვარ ცდუნებას, რომელსაც სიკეთე არ მოაქვს.
მეორეკლასელებმა სიმართლის და სიკეთის გზა აირჩიეს და იგივე რჩევა მისცეს თანატოლებსაც: „არ მოიტყუო“, „იყავი კეთილი მეგობარი“, „შეეცადე იყო კარგი“.
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა



